ქუთაისში წერეთლის ქუჩის N21-ში მდებარე შენობის
ფასადების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის ფასადი ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მოაწყოს. წინადადებების მიღება 19 თებერვალს იწყება და 24 თებერვლას მთავრდება. სატენდერო ღირებულება 19 ათას 584 ლარს შეადგენს.