ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე
ტერიტორია დაასუფთავეს. ა(ა)იპ ‘სპეციალური სერვისების” და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშული ტერიტორია ეკალ-ბარდებისა და ირგვლივ მიმოფანტული პოლიეთილენის პარკებისაგან ერთობლივად გაწმინდეს.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხეს, რომ აღნიშნული აქცია კალენდარული წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება. შეგროვებული ნარჩენები ტერიტორიიდან სპეც-ტექნიკის მეშვეობით გაიტანეს. დასუფთავებით სამუშაოებში, მონაწილეობას 100 მდე მეეზოვე იღებდა.