ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
მაკა აბულაძის საქმე კიდევ ერთხელ განიხილეს. განაჩენის გამოცხადება ორშაბათამდე გადაიდიო. “პროცესი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, რათქმაუნდა იყო ცრუ ბრალდებები მოწინააღმდეგე მხარისგან,ერთი წელი გახდა დღეს რაც ამ უსამართლობის მსხვერპლი ვარ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს,” – განაცხადა მაკა აბულაძემ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი ორშაბათს გამოცხადდება, პროცესი 12:30 საათისთვის არის ჩანიშნული.