გუშინ ღამით პრეზიდენტის სიძე
დაჭრეს, მასთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც. შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილინი და იქ განაგრძობენ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.