ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოსართავად 20 ათასი ლარი დაიხარჯა
. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისს დამდეგი შობა –ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ ქუთაისში ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხეა.
,, მინდა ყველას დამდეგი შობა ახალი წელი მივულოცო. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს. მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ არ არის აუცილებელი იყიდო ახალი ნაძვი ,როცა ის კარგი გაქვს, მთავარია მისი მორთვა. რაც შეეხება განათებებს, რამდენიმე ქუჩაზე არის პრობლემები და თუ ეს ორ დღეში არ აღმოიფხვრება ჩამოვიღებთ დაზიანებულ განათებას და კომპანიას დავაჯარიმებთ” -განაცხადა შოთა მურღულიამ.