ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტს შორის
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ხუთ წლიანია და იგი ორ უნივერსიტეტს შორის ყველა მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა საინტერესო იქნება, როგორც ქართული, ასევე, შვეიცარიული მხარისთვის.
,,ჩვენი თანამშრომლობა სტუდენტებზე ორიენტირებულია. აქ ჩართულნი არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ვცდილობთ, რომ მემორანდუმი იყოს ცოცხალი და არა მხოლოდ ფურცელზე გაფორმებული,”-განაცხადა ღავთაძემ.
შეხვედრას ასევე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში და #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მემორანდუმი სტუდენტების სწავლისა და ცოდნის ამაღლებას ემსახურება.