სასტუმრო “რჩეულში”ქუთაისის მუნიციპალიტეტის
ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების, წლიური მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.”წლევანდელი წელი ჩვენთვის იყო ძალიან დახუნძლული,ყველა ღონისძიება გავაკეთეთ ძალიან წარმატებულად და არ გვქონია არანაირი ჩავარდნები,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ დავიმატეთ ახალი წევრები და იმედს ვიტოვებთ, რომ 2017 წელი, ბევრად უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”,-განაცხადა ახალგაზრდული განყოფილების მოხალისემ გვანცა დაშნიანმა.