საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,
სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ მედიას უსამძიმრებს. “პრეზიდენტის სახელით და, რა თქმა უნდა, პირადად ჩემგან, სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორისა და ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. თანავუგრძნობთ სოფოს ოჯახს, ტელემედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და სოფოს კოლეგებს”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.