ქუთაისელი პოეტი თამაზ მონიავა, პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
მოიავა ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ” პროტესტი მინდა გამოვხატო, ხალხის ყოფა გაუსაძლისი გახდა. ხალხო, ამოვიღოთ ხმა , ყველაფერზე ტაშის კვრა არ შეიძლება. ჯიპიდან გაჭირვება არ ჩანს, ჩამოვიდნდნ ჯიპიდან. ადამიანებმა ამათ მოსვლაში ოფლი დაღვარეს და გვიწვალია. უკეთესი ცხოვრება იქნებოდა და უარესობისკენ მიდის ყველაფერი. მუშაობ ადამიანი საქართველოში და ფული არ გაქვს. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. ევროპაში უმუშევარს 800 ევრო აქვს პენსია. როცა პოეტები დაჯდებიან საშიმშილოდ უკვე ძალიან ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე, ზღვარს იქეთაა გადასული”, – განაცხადა თამაზ მონიავამ.