რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით
პროექტის “სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის”შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სადაც წარმოდგენილი იყო მართვის კოდექსში არსებული სამართლებრივი რეგულაციები, რასაც გარემოში ნარჩენების დაყრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს.
ასევე ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ძეგლების შესახებ, რომელიც ხონში არსებობს და ფართო საზოგადოებსთვის უცნობია. პროექტის ფარგლებში პირველად დაიბეჭდა ხონის ტურისტული რუქა/გზამკვლევი.
“ეს აქტივობა სამ კომპონენტს მოიცავდა. პირველი იყო საინფორმაციო ბუკლეტის დაბეჭდვა, მეორე დასუფთავების აქციები და საინფორმაციო კამპანიები, მესამე იყო კინჩხის წყალვარდნილთან ინფრატრუქტურის მოწყობა. მოვაწყვეთ მოსასვენებლი სკამები, ნაგვის ურნები და საინფორმაციო დაფები. ეს იმიტომ , რომ ბოლო 3-4 წელია ამ ჩანჩქერს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. მოსახლეობასტან გამოკიტხვით და ურთიერთობით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა პრიორიტეტად.”, – განაცხადა რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ხემძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტის შესახებ ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ ისაუბრა: “ერთ-ერთი კომპონენტი იყო მედიის კომპონენტი. წავედით კინჩხას წყალვარდნილზე. ჟურნალისტებმა მთელი სანაპირო ზოლი გავწმინდეთ, დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები, ვესაუბრეთ იქ სტუმრებს. მთლიანობაში მთელი ზაფხულის მანძილზე უამრავი ნარჩენი ამოვიტანეთ მდინარიდან”, – განაცახდა დავით ლიკლიკაძემ.
დასუფთავების აქციაში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა: “მიხარია, რომ ჩვაერთვე დასუთავების აქციაში და ყველას ვტხოვ, რომ ჩაერთონ და დაასუფთაონ გარემო”, – აღნიშნა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ჭეიშვილმა.
პროექტი დაფინანსებული იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ.