ბერლინი სოფო ბობოხიძის გამოფენას უმასპინძლებს.
ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. “გალერეა მაკოვსკი” მზადაა ახალგაზრდა და ნიჭიერი ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის ნამუშევრები ევროპელ დამთავლიერებელს გააცნოს. “ამ წერილით ვადასტურებ მე, რუსუდან მაკოვსკი, “გალერეა მაკოვსკი-ის” მფლობელი, რომ მხარს ვუჭერ პროექტს, რომელიც ეძღვნება სოფო ბობოხიძის ხსოვნას და ვმასპინძლობ ნიჭიერი ხელოვანის ფოტოგამოფენას ჩვენს გალერეაში.
ოფიციალური გახსნა გაიმართება 2017 წლის 6 მაისს და გაგრძლედება 2017 წლის 26 მაისამდე”, – ნათქვამია წერილში.
ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი სოფო ბობიხიძე 11 დეკემბერს გარდაიცვალა.