ქუთაისის მერიის ბალანსზე
რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის 60`000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. სატენდერო წიმნადადებების მიღება 14 დეკემბერს იწყება და 16 დეკემბერს დამთავრდება.