“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას,
რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის პროცესი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მოხდა. რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მერიაში ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და მოხდება თუ არა საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის გადაგზავნამდე მისი განხილვა სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. მერიის პრესამსახურში კი განგვიმარტეს, რომ ქუთაისის მერიაში ხვალ 12 საათზე არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებთან შეხვედრა გიმართება, სადაც განსახილველ საკითხებთან ერთად საუბარი იქნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც.