ამინდის გაუარესების გამო ააიპ “სპეციალური სერვისები”

მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

“სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი მჟავანაძის თქმით ამ დროისთვის აქტიურად იწმინდება ქალაქის ქუჩები და იყრება ტექნიკური მარილი.

“დაახლოებით ოთხი დღის წინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში ამინდი გაუარესდებოდა, ჩვენი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სრულად ვაკონტროლებთ შექმნილ სიტუაციას, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და იწმინდება ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად პრობლემას უქმნის მოქალაქეებს გადაადგილების დროს, ასევე იმ შემთხვევაში თუ ინტენსიური თოვა გაგრძელდება ჩვენს სამსახურში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული “- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *