შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსისი ეზოში ჩატარდა აივ ინფექცია/შიდსზე უფასო კონსულტაცია და ტესტირება მობილურ ამბულატორიაში.
“11 საათზე დავიწყეთ საყოველთაო ტესტირების აქცია ახალი მობილური ლაბორატორიით. ეს ნებისმიერი მსურველის უფასო ტესტირებას ითვალისწინებდა შიდსზე და ც ჰეპატიტზე”, – განაცხადა ორგანიზაციის “ახალი გზა” პროექტის კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.
მომდევნო აქტივობა იყო მსვლელობა და საინფორმაციო მასალის გავრცელება აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მითებსა და ფაქტებზე. მსველობის მიზანი იყო აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩამოყალიბება. ასევე, ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ 21-ე საუკუნეში აივ ინფექცია/შიდსი აღარ არის ლეტალური დაავდება, ის მართვადი დაავადებაა, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას.