ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის ქუთაისის ფილიალში
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცახდებული კონკურსის ,,ბავშვთა უფლებებისათვის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
“ეს კონკურსი ჩვენ მივუძღვენით 20 ნოემბერს, ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების დღეს. ბავშვებმა დღეს წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ ცნობილი თუ უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში,”- განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა.
კონკურში მონაწილეობა იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლენა, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ