ქუთაისის მერიაში ბულგარეთის
დელეგაცია იმყოფებოდა. სტუმრები ქვეყანაში ერთი კვირით, საქართველო – ბულგარეთის საერთაშორისო ფორუმის “ქალის როლი 21-ე საუკუნეში” ფარგლებში იმყოფებიან. ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა. ბულგარეთის დელეგაციაში რამდენიმე ქალაქის მერი, პარლამენტის წევრი, ბიზნესის, მართლმსაჯულების, განათლების, კულტურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
“ფორუმი გაიმართა ბულგარეთისა და საქართველოს შეხვედრის ფარგლებში, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ გენდერული, უმრავლესობა იყვნენ ქალბატონები, ძირითადი საკითხი, უპირველეს ყოვლისა იყო ქუთაისთან მიმართებაში. ბულგარეთის სხვადასახვა ქალაქებთან დამეგობრების შესაძლებლობებიც განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ალბათობა, რომელიც ალბათ უფრო სახელმწიფოებრივ უწყებებს შორის დარეგულირდება”,- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ.
დელეგაციის წევრებმა მერის მოადგილესთან შეხვედრის დროს ბულგარეთის ქალაქ ასენოვგრადისა და ქუთაისის დამეგობრების საკითხზე იმსჯელეს.