შს მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს
გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია – აღნიშნულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყენებულ ინფორმაციაში.
“მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც:
ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი;
ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი;
ლევან იზორიამ – 92 750 ლარი;
ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი;
დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი;
ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი.
ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი” – წერია ინფორმაციაში