2013 წელს შსს-ს თანამდებობის პირებზე პრემიის

სახით გაცემულია 6 969 892 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყენბულ ინფორმაციაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ და აღნიშნულია, რომ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდათ, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. “კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან – ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ” – წერია ინფორმაციაში.

მონაცემები ასე გამოიყურება:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *