ბაღდათის რამდენიმე
სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით 5 საბავშვო ბაღი შენდება. ამის შესახებ იმერეთის გუებრნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა, გიორგი ჭიღვარიამ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ გოგსაძემ რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით 5 საბავშვო ბაღი შენდება. ერთი სკოლამდელი დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი.
დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და გაბიონების შენების პროცესსაც გაეცნენ” – ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.