ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებული,

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ისაუბრეს ოჯახში ძალადობს შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის ოჯახში ძალადობის ფორმების გაცნობა და მისი გამომწვევ ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აგრეთვე იმ სახელმწიფო სერვისებისა და სამათლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რათა არ გახდეს ძალადობის მსხვეპლი, ან დაიცვას თავი ძალადობისგან.
შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიცის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე, დეტექტივ-გამომძიებელი გელა ჭელიძე და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იმერეთის რეგიონული წარმომადგენელი – სოფიო ქარჩხაძე ესაუბრა.
დემოკრატიული ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით უერთდებიან კამპანიას და 16 დღიანი პეროდის განმავლობაში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საქართველოს 10 ქალაქში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *