“სამხედრო სავალდებულო
სამსახურის არსებობა აუცილებელია” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
პარლამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონს აღარ განიხილავენ. “ეროვნული უშიშროების კომიტეტმა მიიღო გადაწყეტილება, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რჩება. არა მარტო რჩება, არამედ ახალი კომპონენტებით უნდა შეივსოს. აქედან გამომდინარე აღარ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული განხილვის გაგრძელება პარლამენტში. ეს არის უმთავრესი იმიტომ, რომ ყველა ერთიანად ვთანხმდებით – სავალდებულო სამხედრო სამსახური, გაწვევა, ოღონდ გაუმჯობესებული ვარიანტის არსებობა არის აუცილებელი” – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.