ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას,
– ეს “16 დღიანი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ” კამპანიის მთავარი ლოზუნგია. კამპანიის ფარგლებში ქუთასის “გენდერის მედიაცენტრში” მორიგი შეხვედრა გაიმართა. სადაც კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ სავალალო მდგომარეობაზე, რაც ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მედია საშუალებების ჩართულბას პრობლემის გადაჭრაში. ფოდი “სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ განაცხადა:”მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელიც წლებია მუშაობს ძალადობის პრევენციისთვის. ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი ჩავრთოთ. ის რაც იწერება სტატიებში და გადის სიუჟეტებში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები დიდი ყურადღებას აქცევენ ასეთ მედიაპროდუქციას. ჩვენი დღევანდელი მიზანია, კიდევ ერთეხლ გავაცნობიეროთ პრობლემის აქტუალობა და ჟურნალისტებს მოვუწოდოთ ამ პერიოდში მეტი სტატია დაიწეროს და მეტი სიუჟეტი გავიდეს რადიოებსა და ტელევიზიებში. რაც მთავარია იხელმძღვანელონ 2 ძირითადი პრინციპით: არ იცრუონ და არ ავნონ”,-განაცხადა ლალი შენგელიამ.
16- დღიან კაპანიაში 1991 წლიან უკვე ჩართულია 154-ე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი ორგანიზაცია. კამპანია მოიცავს სხვა მნიშვნელოვან თარიღებს: “1 დეკემბერი- შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, 3 დეკემბერი- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე, 5 დეკემბერი- მოხალისეთა საერთაშორისო დღე, 6 დეკემბერი- “მონრეალის ხოცვა-ჟლეტა”- 14 სტუდენტი გოგონას მკვლელობა 1989 წელს.
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა ჩატარდა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ორგანიზებით, თემაზე “გენდერი და ძალადობა”.