ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო
შეწყვეტილი წყლის მიწოდება ხვალდან, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.რაც შეეხება თავად ასათიანის ქუჩას პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სრულად მოწესრიგდება ლ.ასათიანის ქუჩაც. გთავაზობთ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:” ქუთაისში ლ. ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი კომპანია SMK აწარმოებს. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე შეიცვალა წყლის სისტემა. მიმდინარეობს ძველი ქსელის გაუქმება და ახალ ქსელზე გადასვლა, რამაც აუცილებელი გახადა მთავარი მაგისტრალის გათიშვა რადგან ძველი ამორტიზებული მილებიდან არ მოხდეს წყალ ქცევა, რომელიც ასფალტის საფარის დაგებას შეუშლის ხელს. ასათიანის ქუჩაზე კი მთავრი მაგისტრალის გათიშვამ გამოიწვია , რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდების შეწყვეტა: ბუხაიძის დასახლება მთლიანად, ირ.აბაშიძის, 9 აპრილის, ჯავახიშვილის, ცხინვალის ქუჩა, რუსთაველის პროსპექტი ხიდიდან გამარჯვების მოედნამდე, გრიშაშვილის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, ყაუხჩიშვილის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა, ჩეჩელაშვილის კუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, გაგარინის ქუჩა, ჭიათურის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას №3, 5, 7, 10 სახლები, ბესიკის ქუჩა, ბოჭორიშვილის ქუჩა, ზ.გამსახურდიას ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა, გუგუნავას ქუჩა, დია ჩიანელის ქუჩა, გველესიანის ქუჩა, ზუგდიდის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ომარ ფხაკაძის ქუჩა, ჟ.შარტავას ქუჩა, შმიდტის ქუჩა, სოხუმის, ჭუმბურიძის, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, ლენინაკანის, ნუცუბიძის ქუჩა, შავგულიძის ქუჩა, ვეტერანების ქუჩა, ჩხეიძის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, ზესტაფონის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, მგალობლიშვილის ქუჩა, დავითაშვილის ქუჩა, სინაურის ქუჩა, გვანცელაძის ქუჩა, ჭავჭავაძის პროსპექტის დასაწყისი ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე ტერიტორიებით, შესახვევებით და ჩიხებით. ნინოშვილის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, ჯანელიძის ქუჩა, ჩეხოვის ქუჩა, ნაფეტვარიძის ქუჩა, ჭუმბურიძის ქუჩა, ქანთარიას ქუჩა, ანჯაფარიძის ქუჩა, ამაშუკელის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, მჭედლიძის ქუჩა, ნ.ჩხეიძის ქუჩა, ნამგალაძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, სერგი მესხის ქუჩა, შესახვევებითა და ჩიხებით.
ასევე წყლის შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით უკვე მიაწოდა.
წყლის მიწოდება აღდგება ხვალ დღის მეორე ნახევარში.
მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა ეს ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობას სულ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ქალაქისთვის წლების მოუგვარებელი პრობლემა იყო. უახლოეს დღეებში სრულად მოწესრიგდება ლ.ასათიანის ქუჩაც.