ქუთაისის მერია ქალაქში საახალწლო განწყობის
შესაქმნელად კონკურსებს იწყებს. ტრადიციულად ქცეულ “კრეატიული საახალწლო ნაძვის ხის” კონკურსისი გარდა წელს კიდევ 2 კონკურსის ჩატარებაა დაგემილი. “
“წელს ტრადიციულად ქცეული “კრეატიული საახალწლო ნაძვის ხე” -ს კონკურსს დაემატა ორი ახალი კონკურსი – “ახალი წელი-2017”, და “ნაძვის ხეების საუკეთესო საახალწლო დიზაინი”.კონკურსებში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა (სავაჭრო ცენტრები; მაღაზიები; აფთიაქები; ბანკები; რესტორნები; სასტუმროები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; საჯარო და კერძო სკოლები; კულტურული და სპორტული დაწესებულებები, მუსიკალური სკოლები; კავშირგაბმულობის დაწესებულებები; სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.) უნდა გამოაგზავნონ განაცხადი ელ.ფოსტაზე culturekutaisi@gmail.com არაუგვიანეს 20 დეკემბრისა”, – აღნიშნულია ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.