ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ
პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება” პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააეცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები და დაგეგმილილი აქტივობები. “ჩვენმა ორგანოზაციამ დაიწყო ახალი პროექტი,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა,პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ხანგრძლივობა იქნება სამი წელი და ამას ვანხორციელებთ იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში. ამ სამი წლის განმავლობაში ჩატარდება სამი კვლევა, ჩვენ უნდა ვიკვლიოთ თუ რამდენად ჩართულები არიან შშმ პირები, პოლიტიკურ პროცესებში და თუ არა, რა არის ამის მიზეზი”,- განაცხხადა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.