20 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში რუსთაველის გამზირზე,
პარლამენტის შენობის წინ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის”, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “იარე ფეხით”, “თბილისის ტრამვაი”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”, „ეკო ტრანსპორტის ცენტრი”, “HUB Georgia”, “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”, “ჯამპ სტარტ ჯორჯია”, “Helping Hand” -ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია/მსვლელობას გამართავს
მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას მოუწოდოს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოში. ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ , საკითხთა პირველ ნუსხასში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რომლის 95% ადმაიანური ფაქტორებითაა გამოწვეული.
აქციაში მონაწილეობას მოძრაობის თეატრი, მოხალისეები, სტუდენტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.