ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტში გუშინ გოგონები დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით მათ ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ჩხრეკა დასრულებულია და დაკავებული არავინ არ არის.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არც ერთი პირი არ არის”, – აცხადებენ შსს-ში.