ხარაგულის რაიონის სოფელ ზვარეში საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის
დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია ჩხუბის მიზეზი ადგილობრივების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, მოსახლეობასთან სიტყვიერი კამათი ჩინური კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაიწყო, რასაც შემდეგ ამავე კომპანიის ქართველი თანამშრომლები გამოეხმაურნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას გუშინ 3 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროფკავშირების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორი ადგილობრივი მაცხოვრებელს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით “სასტიკად გაუსწორდა”. მორიგი დაპირისპირებისას საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე დაშავდა, ისინი ზესტაფონში გადაიყვანეს. დაშავებულების ინფორმაციით მათ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები ნაჯახებითა და არმატურით გაუსწორდნენ.ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს.