ქუთაისში 1 თვის წინ სატესტო რეჟიმში ” თეთრი ხიდი” გაანათეს
. თუმცა რამდენიმე დღეა ხიდი აღარ ანათებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს მალხაზ ბასილაძეს დაუკავშირდა.
ბასილაძის განმარტებით ხიდის განათების შემდეგ, გაირკვა, რომ “თეთრი ხიდი” კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იყო შეტანილი.
“თეთრი ხიდზე” განათება დავაყენეთ, მაგრამ როგორც გაირკვა “თეთრი ხიდი” და “წითელი ხიდი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოფილა, ამიტომ ახლა გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ დაგვიდასტურონ ამ ხიდების მოწყობის საკითხი,”-განაცხადა მალხაზ ბაილაძემ.
ქუთაისში წითელი, რუსთაველის, თეთრი ხიდი და ამასთანავე თეთრი ქვების მიმდებარე ტერიტორიის განათებას, მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გლობალ სერვისი” ახორციელებს. მათი განათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 000 ლარი არის გამოყოფილი.