„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა გამორჩეულად ორგანიზებულად.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც და უსკოსაც მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, რადგან ჩათვალეს, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობდა სამართლიანი საარჩევნო გარემო და ნამდვილად ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობას აზრი“ – ამბობს რადიო ‘’ძველ ქალაქთან“ საუბრისას სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე. მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთ პარტიას არჩევნებამდე არ უხსენებია ბოიკოტის თემა და ყველამ მიიღო მონაწილეობა. ბოჟაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო მედიის თვალსაზრისითაც, რადგან მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც უკავშირდებოდა „რუსთავი2“-ს, „მაესტროს“, „იმედს“, ასევე ცალკეული ჟურნალისტების წასვლასა თუ გადასვლას სხვადასხვა არხებზე, ამომრჩეველს ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქონდა საშუალება, მედიიდან მიეღო განსხვავებული ინფორმაცია. ინფორმაციას ასევე ამომრჩეველი იღებდა სოციალური ქსელებიდან, სააგენტოებიდან, გაზეთებიდან, რამაც საშუალება მისცა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. პოლიტიკური პარტიებისთვისაც მედიის ხელმისაწვდომა იყო შეუზღუდავი – აღნიშნავს ლადო ბოჟაძე.
„აღსანიშნავია, რომ ბიზნესი არ იყო წნეხის ქვეშ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოახერხეს ასეულ ათასობით ლარის მოზიდვა საარჩევნო კამანიის საწარმოებლად. წლევანდელი არჩევნებისთვის სიახლე იყო ისიც, რომ ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეძლო დაეფინანსებინა მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიის კამპანია. რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩევლებმა შეძლეს ყოველგვარი ზეწოლის, მოსყიდვისა და დაშინების გარეშე გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი“ – მიიჩნევს ექსერტი.
ლადო ბოჟაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია წასული საზღვარგარეთ, ბევრი რეგისტრირებულია სხვა მისამართზე და ბევრმაც შეიკავა თავი არჩევნებში მონაწილეობისგან, მაინც მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა.
2016 წლის საპარლამეტო არჩევნები, დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო დამკვირველბლებმაც დააფიქსირეს.“ თუმცა არის რიგი ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ეს საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციას უკავშირდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გამოასწოროს კანონმდებლობით. ასევე დასახვეწია საარჩევნო კოდექსი, რასაც ახალ მთავრობასა და პარლამენტთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უნდა მივხედოთ“ – აცხადებს რადიო “ძველ ქალაქთან“ საუბრისას, სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე.