ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს
ქუთაისის #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძემ გამოაცხადა. სასამართლომ ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბრძანება, ხონელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბათილად სცნო.
“მოსამართლე ციცინო მოსიძემ ჩემის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნო.სასამართლომ ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას განაცდურის და შვებულების ანაზღაურება დააკისრა, მაგრამ სამსახურში დაუყონებლივ აღდგენაზე უარი გვითხრეს, რადგან პირვე სექტემბრამდე მქონდა ხელშეკრულება ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან, მაგრამ 12 იანვრიდან პირველ სექტემბრამდე შეჩერებული იყო დრო, ამიტომ მინიმუმ 8 თვის განმავლბაში უნდა ვყოფილიყავი აღდგენილი,”-აცხადებს ზაალ ხონელიძე.
ზაალ ხონელიძემ ასევე განაცხადა, რომ დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.