ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის, გოდერძი თევზაძისთვის აღკვეთის ღონისძიების დადასტურებასთან დაკავშირებით პროცესი დღეს იმართება.
ადგილზე იმყოფება რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტი და დეტალებს მოპგვიანებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა. იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა და ორი დღის წინ ის სამართალდამცავებს ჩაბარდა.