პროექტში “ეს მუშაობს”
სულ 1400 მოქალაქე ჩაერტო. ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. “ძირითადი მიზანი იყო მომხდარიყო მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობა. აქტიური მოქალქეობა თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადფგენს. პროექტში სულ 1400 მოქალაქე ჩაერთო. 16 პრიორიტეტი გამოკვეთეს. ამ თექვსმეტიდან ყველაზე აქტუალურად სამი მიიჩნიეს, ეს იყო ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული საკითხები და სპორტი”, – აღნიშნა პროექტის დირექტორმა შორენა ხუხუამ.
“მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ქუთაისში ევროკომისიის დაფინანსებით და რისთვისაც დონორს მინდა მადლობა გადავუხადო. პროექტი მიმართული იყო ქალაქის საჭიროებასტან დაკაშირებით. საკმაოდ ბერვი შეხვედრა შედგა და კარგად განხორცილედა”, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.პროექტის ფარგლებში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით “ეს ჯგუფი მერთან იმუშავებს, რათა განსაზღვროს და გაასაჯაროოს რეკომენდაციები, ბიუჯეტი და მისი ხარჯვა, ასევე უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, რომელსაც ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება განახორციელებს და გაუწევს მონიტორინგს.