“ჩვენ დღეს გამოგვაქვს
ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით უკვე არსებულ 4 რეისს, დაემატება 7 რეისი.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.