ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

სოფელ საღინძალეს მოსახლეობა აქციებს მართავს. ადგილობრივები რკინიგზის მშენებლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს აპროტესტებენ. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, მშენებლობის შედეგად მაღალ მტვრიანობას, ხმაურსა და დისკომფორტს უჩივის, რაც მათი თქმით სამუშაო ტექნიკამ გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, დაბინძურებულია სოფელ საღინძალეში არსებული მდინარეც.
“ჩხირიმელა ყველაზე სუფთა მდინარე იყო, ახლა კი ბავშვებს იქ გასაგრილებლადაც ვერ ვუშვებთ, ორი დღის წინ სასწრაფომ სოფლიდან კიდევ ერთი ბავშვი წაიყვანა საავადმყოფოში, რაც პირველი შემთხვევა არ ყოფილა, საჭმელს ვერ შეჭამ, ფანჯრებს ვერ გააღებ, ხეებიც ყოველთვის მტვრითაა სავსე, ხარაგაულში გაჩერება შეუძლებელი გახდა,”- ამბობს ადგილობრივი მაცხოვრები გია ყრუაშვილი.
“”ვთხოვთ ხელისუფლებას მიიღონ შესაბამისი ზომები, მარტო რუსლი დროშით გამოვარდა არაა ოკუპანტობა. ფაქტიურად ოკუპირებული ხარაგაული ჩინელების მიერ,”- აღნიშნავენ ადგილობრივები.
აღნიშნულთან დაკავშიებით, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდოომარემ გოგი წულაიამ და ხარაგაულის სოფელ საღანძილეს მცხოვრებლებმა შეხვედრა გამართეს. მათი მოთხოვნაა დაუყონებლივ შეწყვიტოს მუშაობა ჩინურმა კომპანიამ. გოგი წულაია მოსახლეობასთან ერთად მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები და დააჯარომოს კომპანია, სასაწარფოდ დაიწყოს ღონისძიებების გატარება, რათა აღმოიფხვრას ის ეკოლოგიური კატასტროფა რაც ელის საქართველოს”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *