ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა.

ხოლო ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე ეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.

თამარ დახუნდარიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი.
ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბში”, კურაციოს საერთაშორისო ფონდში.
2021 წლის ივლისიდან დღემდე იყო ქუთაისის სისხლის ცენტრის ხელმძღვანელი.
თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *