ქუთაისში, კ.გამსახურდისა და სულხან-საბას შემაერთებელ მონაკვეთს და ამ ტერიტორიაზე არსებულ მოედანს ქუთაისელი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის სახელი მიენიჭა. 

გადაწყვეტილებას ქუთაისის საკრებულომ მხარი დღეს დაუჭირა. სხდომაზე მონაწილეობა არ მიუღია ,,ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან მათ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების და ხელისუფლების უმოქმედობის გამო.

,,დავით ხახალეიშვილი ნამდვილად იმსახურებს, რომ ქუთაისში ერთ ქუჩას მისი სახელი მივანიჭოთ,”- ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

დავით ხახალეიშვილი ქუთაისელი ძიუდოისტი იყო. ის 1971 წლის 28 თებერვალს ქუთაოსში დაიბადა.იყო ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი.
1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო. ქართველი ძიუდოისტი; 1992 წელს, ბარსელონაში, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების აღსანიშნავად, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.

დავით ხახალეიშვილი 2021, წელს 49 წლის ასაკში გარხაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *