ქუთაისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამის მიზეზად მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა და მმართველი გუნდის უმოქმედობა დაასახელეს. მათი თქმით, პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და გადაარჩინოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.
,,ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლება -სიცოცხლის უფლება. სიკვდილით დასჯა 25 წლის წინ გააუქმეს, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს სიკვდილმისჯილი პატიმარი და ეს ადასტურებს, რომ სისტემა არადემოკრატიულია. მმართველი გუნდი უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვაზე და ამით უარს ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს,”-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხათუნა არველაძე.
ოპოზიციის მხრიდან საკრებულოსთვის ბოიკოტის გამოცხადებას ,,ქართული ოცნების” წევრები დესტრუქციულ ქმედებად აფასებენ. მათი თქმით, კარგი იქნება თუ ,,ნაციონალური მოძრქობა” მათთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვაში.
,, მაშინ როდესაც ქალაქის მთავარი ფინამსური დოკუმენტი განიხილება და ეს ეხება 150 ათას ჩვენს მოქალაქეს, ბოიკოტის რეჟიმი მიუღებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოიკოტს მოქალაქეების ინტერესებს უცახდებ. ამ ყველაფერს შევაფასებ როგოროც დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც არ არის ორიენტორებული პოლიტიკური პროცესის და დემოკრატიის განვითარებაზე,” – ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.