სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – “გირჩი-მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”, ენმ-სთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა.

 

შეხვედრა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ სურთ, მესამე პრეზიდენტის ოჯახს შეხვდნენ და მათი აზრის გათვალისწინებით მიიღონ შემდგომი გადაწყვეტილები.

,,მე არ მგონია, რომ ღარიბაშვილი წყვეტდეს სააკაშვილის ბედს. სააკაშვილის ბედს ახლა წყვეტს ივანიშვილი, ამიტომ ღარიბაშვილი რას ილაპარაკებს არანაირი შინაარსი არ აქვს. რაც ჩანს, ახლა არის ის, რომ ეს ადამიანი მიჰყავთ ან სიკვდილისკენ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებამდე, რომ მან პოლიტიკური აქტივობა ვეღარ შეძლოს ვეღარასოდეს”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.