საქართველოს ყოფილი დიპლომატები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ და მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

შესაბამისი წერილით ისინი ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს, სახელმწიფოების მთავრობებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ.

საქართველოს ყოფილი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 2021 წლის ოქტომბერში დაკავების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, უკანასკნელი კვლევებით კი დასტურდება, რომ მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

წერილის ავტორების აზრით, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს.

წერილს ხელს აწერენ:

გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში; “საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის” უფროსი მკვლევარი;

დავით ბაქრაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პარლამენტის წევრი;

გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი; Strategy International-ის საბჭოს წევრი;

კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტაში, სან-მარინოში, FAO, IFAD, WFP, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, განათლების ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი; მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში;

მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი ჩინეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში; “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი;

პაატა გაფრინდაშვილი, ეუთოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი (GRASS);

გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროსი მკვლევარი;

თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი;

ნიკოლოზ ვაშაკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე;

გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი; პარლამენტის წევრი;

თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი ელჩი აშშ-ში; ვაშინგტონში დაფუძნებული „აღორძინების ფონდის“ პრეზიდენტი;

სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;

ზურაბ კვაჭაძე, ყოფილი გენერალური კონსული ოდესასა და დონეცკში (უკრაინა);

გიორგი კუბლაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში; IVERIA-ს დამფუძნებელი;

ტარიელ ლებანიძე, ყოფილი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში;

ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;

ეკატერინა მაირინგ-მიქაძე, ყოფილი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში; კიოლნის საკრებულოს ადმინისტრაცია;

გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატოში;

ლევან მეტრეველი, MD, PhD, MPH, საქართველოს ყოფილი ელჩი რუმინეთში, მოლდოვაში, კანადაში, ბულგარეთში; საქართველოს უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის პროფესორი;

ნინო ნაკაშიძე, დოქტორი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში; ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე;

ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში; “საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის” უფროსი მკვლევარი;

მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; “საქართველოს ევროპული ღირებულებების ინსტიტუტის” დამფუძნებელი;

სალომე სამადაშვილი, საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში, ყოფილი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში; პარლამენტის წევრი, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი;

დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის ყოფილი მინისტრი; “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” თავმჯდომარე;

ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; “საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის” პრეზიდენტი;

ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” დამფუძნებელი;

შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში; “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროსი მკვლევარი;

ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ყოფილი ელჩი უკრაინაში, ყოფილი ელჩი რუსეთში, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი, სუამ-ის ყოფილი გენერალური მდივანი; ევროპის ლიდერთა ქსელის წევრი, “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” საბჭოს წევრი;

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ყოფილი ელჩი შვეიცარიაში და ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

გია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი კვიპროსში; “ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის” უფროსი მკვლევარი;

ნათია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ყოფილი დირექტორი; ისტორიისა და მემკვიდრეობის ექსპერტი გროის მუზეუმში, საფრანგეთი;

 

მესამე პრეზიდენტისთვის ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *