პოლიციელების მხრიდან ბრალდებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ფემიციდს შემთხვევები, ღირსების შემლახავი ქმედებები მესამე პრეზიდენტის მიმართ და ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელი ბრალი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი ანგარიში წარადგინა.

როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიას საქმე არა თუ პოლიტიკურად არის მოტივირებული, არამედ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დაუსაბუთებელია.

სიმონიშვილმა მესამე პრეზიდენტის საქმეში აღმოჩენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პროცესუალურ საკითხზე, რომელიც მაგალითად დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან და ესეც ასევე მოხვდა ჩვენს ანგარიშში. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ არანაირი გამართლება არ არსებობდა პროცესუალურად იმის, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, ეს უბრალოდ ემსახურებოდა მის პოლიტიკურ განეიტრალებას,” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *