ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

“დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან,” – წერს მარიამ ჯიშკარიანი.

ცენტრ “ემპათიას” დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გდაიწყო, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *