,,ნაციონალური მოძრაობა” ხონის მერიაში არსებულ კორუფციულ ვითარებაზე საუბრობს.
ხონის საკრებულოს ფრაცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ზვიად ჩიმაკაძის ინფორმაციით, ხონში გზების რეკონსტრუქციის ტენდერებს ,,ქართული ოცნების” დეპუტატის და შემომწირველის, ჯეირან ომანაძის კომპანიები იგებს. ჯამში ჯეირან ომანაძის კომპანიებმა – შპს ,,როსტევრიკმა” და შპს ,,ჯ და ჯ”-მ ერთი წლის განმავლიბაში 6.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, რაც ხონის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს.
გარდა ამისა, ,,ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ჯეირან ომანაძე ,,ქართული ოცნების” შემომწირველია, მან მმართველ პარტიას ჯამში 120 ათასი ლარი შესწირა.
ზვიად ჩიმაკაძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ კომპანიები სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებენ და რეკონსტრუირებული გზები მალე ისევ სარეკონსტრუქციოა.
,,მსგავსი ვითარება არა მხოლოდ ხონში, არამედ იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია. ხალხის ფულს ჯიბეში იდებენ. ამ ყველაფრის შეცვლის ერთადერთი საშუალება არჩევნებია. არ უნდა მივცეთ ხმა მას, ვინც ჩვენს ჯიბეში აფათურებს ხელს,”-ამბობს ზვიად ჩიმაკაძე.
შესაძლო კორუფციურ ვითარებას სწავლობს ანტიკორუფციული მოძრაობაც.