ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” წერს, 2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საკრებულოს ახალარჩეული წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მათ საკუთარი შრომითი ანაზღაურება გაიზარდეს.
საკრებულოს ახალარჩეულმა დეპუტატებმა თავიანთი ხელფასები მინიმუმ 1500 ლარით გაზარდეს.
“ფლანგვის დეტექტორმა” 5 თვითმმართველ ქალაქში, 2022 წლის იანვარი-ივნისის თვეებში, საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი შეისწავლა.
ირკვევა, რომ თბილისში, მოცემულ პერიოდში საკრებულოს 6 სხდომა გაიმართა. ჯამში გაცდენის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთანავე, საკრებულოს ინფორმაციით გაცდენა ყველა შემთხვევაში საპატიო იყო.
ქუთაისში იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
“საკრებულოს წევრები არ ესწრებიან სხდომებს, თუმცა აქტიურად მოიხმარნენ საკრებულოს ავტომობილებს და საწვავს.
თბილისის საკრებულომ საწვავზე 186,178 ლარი, ხოლო ქუთაისის საკრებულომ 131,320 ლარი დახარჯა”, – წერს ფლანგვის დეტექტორი.
ორგანიზაციის ცნობით, გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ძირითადად ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.