“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოჯახი მომხდარზე ჯერ არ საუბრობს.

გარდაცვლილი ბინაში მეუღლემ ნახა, სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *