დაუსრულებელი და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები ხარაგაულში – ,,ნაციონალური მოძრაობა” ხარაგაულის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

,,ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ხარაგაულის 4 სოფელში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ბუდიანეთში და საქარიქეთში, გზის, წყლის და სხვა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად 100 ათასობოთ ლარი იყო გამოყოფილი, შედეგი კი არ ჩანს.

,,სოფელ წყალაფორეთის მოსახლეობას სამი თვე წყალი არ ჰქონია. მერიამ გადაწყვიტა მოსახლობისთვის წყალი არტერიული ჭების მეშვეობით მიეწოდებინა, სოფელში ჯამში 10 არტერიული ჭაა და აქედან მხოლოდ 2შია წყალი. 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და თანხა გაფლანგულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები არაჯეროვნადაა შესრულებული სხვა სოფლებშიც. უხარისხოდ არის დაგებული ბეტონის საფარი, რის გამოც მალე ზიანდება,”-ამბობს ხარაგაულის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან”  ქეთევან ზუმბაძე.

,,ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ამ სოფლებში სამუშაოებს ოჯახის წევრების სახელს ამოფარებული მერიის მაღალჩინოსნები ასრულებენ. გამომდინარე იქედან, რომ სოფლის პროგრამების შესასრულებლად ტენდერის გამოცხადება საჭირო არაა და ინდმეწარმის არჩევა გამარტივებული შესყიდვების საფუძველზეა შესაძლებელი, მერის წარმომადგენლები სოფლებში რეკომწნდაციას იმ ინდმეწარმეებს უწევენ, რომელიც მერთანა ახლო კავშირში იმყოფებიან.

,,სოფლის მოხრეშვით სამუშაოებს ასრულებს ინდმეწარმე პეტრე ავალიშვილი, სინამდვილეში კი პეტრე ავალიშვილის სახელზეა გაფორმებული და სამუშაოებს მერის ძმა ასრულებს. ასევე კიაზო გამრეკელაშვილი, რომელიც სოციალური სამსახურის უფროსი და ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატია, მისი ინდმეწარმე ნათესავის – ლაშა ჩაჩანიძის სახელს არის ამოფარებული, საბოლოოდ ვიღებთ გაფლანგულ თანხებს და უხარისხოდ შესრულებულ, შუა გზაში მიტოვებულ სამუშაოებს,”- ამბობს ქეთევან ზუმბაძე.

,,ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ,,ანტიკირუფციულ მოძრაობასთან” ერთად აღნიშნულზე პროკურატურას მიმართოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *