ხარაგაულში, საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის გუნდის წევრები ,,ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,ანტოკორუფციული მოძრაობის’’ წევრებს დაუპირისპირდნენ.
ფრაქცია,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დეპუტატებს კითხვით მიმართა რატომ იღებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ შემწეობას, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირება მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა, რის გამოც ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
დაპირისპირება იყო ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე 3 ოქტომბერსაც. ლევან ხაბეიშვილმა სცადა გაესაჯაროვებინა ფაქტი, რომ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სოციალურ შემწეობას იღებენ, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატი ხსდომიდან ძალის გამოყყენებით გაიყვანეს და გვერდით ოთახში ჩაკეტეს.