,,ქართული ოცნებიდან წასული ოთხეული” გაფართოვდა.
კიდევ ხუთი დეპუტატი და ესპერტები იმ დეპუტატებს შეუერთდნენ, რომლებიც აშშ-ის საელჩოს ბრალს უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში დასდეს და ამ თემებზე ღიად საუბრისთვის მმართველი პარტიიდან წასვლა გადაწყვიტეს. ,,წასულ’’ დეპუტატებს შორის ვიქტორ ჯაფარიძეცაა, რომელმაც POST TV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. ,,ხალხის ძალის’’ გაფართოებას აბსურდის თეატრს უწოდებს ოპოზიცია. პოლიტიკოსების შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარტია მხოლოდ ფორმალურად დატოვეს და ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.
,,ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, რომელიც მან ჯიბის ერთი კუთხიდან მეორეში გადაალაგა. არავინ წასულა, ესენი ისევე გაახმოვანებენ ოლიგარქის სურვილებს და აზრებს, როგორც ,,ქართული ოცნება’’. ამბოხებულები გადმოლაგებულან, რომლებმაც თავის დროზე ვითომ ჩააგდეს პროპორციული არჩევნების გატანა პარლამენტში, ეს ხალხი ვითომ ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა. ამ ქვეყანაში ოპოზიცური ტელეარხების წილების მფლობელებს დევნიან და ამ დროს დეპუტატი 52%-იანი წილის მფლობელი ხდება. POST TV ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბნელი აზრების გამხოვანებელი იყო და ასევე დარჩება,’’-ამბობს ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი ამირან ძოწენიძე.
,,ცხადია ხელისუფლებაში რუსული ადმინისტრაცია გვყავს. იგიგე ჯაფარიძეები, POST TV-ის ამბები, ოცნებიდან გასულები და ა.შ ამის ღია დადასრტურებაა. არანაირი წინსვლა არ იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი, მის ხელქვეითებთან ერთად ხელისუფლებას არ ჩამოცილდება. ტყუილად ვისაუბრებთ სხვადასხვა ნიუანსზე: ვინ ტელევიზია შეიძინა, ვინ პარტია დატოვა, გატარდა თუ არა სასამართლო რეფორმა და ა.შ. ეს მხოლოდ ჰაერზე მოსროლილი სიტყვები იქნება, მთვარია ხელიუფლების ჩამოშორება. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არაა ძლიერი რეჟიმი, ის ხალხის დაქსაქსულობით სარგებლობს. ახლოსაა დღე, როცა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება გაფორმდება, სწორედ აქედანაა გამოწვეული მისი ვაჭრული, პანიკური პოლიტიკა, ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი და დასავლეთს ეუბნება: მე მყავს ძალა, ჩემ უკან პუტინის რეჟიმი დგას, შესყიდული მყავს პარლამეტი და მთავრობა და თუ ჩემს ქონებას სანქციები დაემუქრება, ქვეყანას ღიად მივატრიალებ, როგორც რუსულ გუბნერნიას. დეპუტატების პარტიიდან წასვლებიც სწორედ ამ პოლიტიკაში ჯდება,’’-ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის’’ წევრი ირაკლი კიკვაძე.
მმართველი პარტიის, “სიმართლის თქმის” მოტივით დატოვება დეპუტატებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
,,წასული დეპუტატები’’ აცხადებდნენ, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.