დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში – ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან სოციალური შემწეობის მიღების ფაქტის გასაჯაროება სცადა, რამაც ,,ქართული ოცნების’’დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შედეგადაც თორნიკე ავალიშვილს სხდომა არაჰუმანური მოპყრობის საფუძველზე დაატოვებინეს.
ასევე, ცნობილია, რომ ის გვერდით ოთახში ჩაკეტეს და საკრებულოს სხდომის დასრულებამდე არ გამოუშვეს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხზე საჯარო ინფორმაციასაც არ აწვდიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.